კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


კომპანია "კრიპტომატი" ეძებს კრიპტოვალუტის ინდუსტრიით დაინტერესებულ მოტივირებულ კადრებს, ტექნიკური მხარდაჭერის (Help Desk) ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** კრიპტოვალუტის ბანკომატების ქსელის სააღრიცხვო პროგრამის მხარდაჭერა;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი; მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და დახმარების გაწევა ინსტრუქციის მიხედვით;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაცია და თრაბელშუთინგი;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივად ზრუნვა;
** სამუშაო პროცესების დროს ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სატელეფონო ცენტრის/კლიენტთა მომსახურების მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cryptomat.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 იანვარი.