კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** ბრენდებისა და პროდუქტების ბაზარზე განვითარების ანალიზი, მომხმარებელთა ქცევის კვლევა
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სავაჭრო მარკეტინგის სხვადასხვა ინსტრუმენტებით
** ადგილობრივი პრომო-აქციების განხორციელება და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა სავაჭრო წერტილებში

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** ისწავლი დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას
** შეისწავლი სავაჭრო ობიექტებში პროდუქტების განლაგების პრინციპსა და მომხმარებელთა ქცევას
** შეძლებ გაყიდვების გუნდთან ერთად განახორციელო რეალური კამპანიები ყველაზე ცნობილი ბრენდების განვითარებისთვის

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ეკონომიკის, სოციოლოგიის, მარკეტინგის მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ციფრებთან მუშაობისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ადამიანებზე დაკვირვების სურვილი და ინტერესი მათი ქცევის მიზეზების ძიებისადმი
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

გისურვებთ წარმატებებს!