კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


Tsvara  / "ცვარა" - ქართული სამკაულის მწარმოებელი კომპანია და პროფესიონალი მხატვარ-იუველირებით დაკომპლექტებული გუნდია. "ცვარას" მთლიანად ქართული წარმოების ვერცხლის სამკაულის კოლექციის ხაზი წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით სამკაულისა და აქსესუარების 25 (ოცდახუთ) სხვადასხვა არტ-გალერეაში. გარდა ამისა ბრენდი ფლობს საკუთარ სახელობით მაღაზიას თბილისის გულში, რიყის ტერიტორიაზე.

ონალაინ მაღაზიის ლინკი -  www.tsvara.ge 

 

ქართული საიუველირო კომპანია “ცვარა” აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელის მართვის, კერძოდ , მხოლოდ ინსტაგრამ გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სქესი: შეუზღუდავი

 

მოვალობები:

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( სავალდებულოა)
  • სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა
  • ყოველდღიურად თითო  თემატური პოსტის განთავსება
  • ინსტაგრამ სივრცეში ბრენდის პოზიციონერობის უზრუნველყოფა
  • ფოლოვერების მოზიდვის უზრუნველყოფა
  • სადღესასწაულო დღეებისათვის თემატური აქტივობების დაგეგმვა
  • კომპანიისათვის შესაბამისი სარეკლამო კონტენტის რეგულირება
  • შემოქმედებითი აზროვნება
  • პოზიტიური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • მომხმარებლების შეკითხვებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირების უნარი.
  • კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა
  • ინგლისურ ენაზე  წერა - კითხვის  უნარი
  • კომპანიის ინეტერსებზე ორიენტირების  ვალდებულება.
  • ორ კვირაში ერთხელ  მენეჯმენტთან რეპორტინგი და ახალი შედეგების წარდგენა.

 

 

ცვარა გთავაზობთ:

  • თავისუფალ გრაფიკს 
  • თქვენი სამუშაო ადგილი შესაძლოა იყოს თქვენივე  სახლი, ან ნებისმიერი სხვა წერტილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ,
  • კომპანია თავისი სამკაულის  და მისი სპეციფიკის შესახებ გადამზადებას და ყველა საჭირო კონსულტაციას გპირდებათ.

 

 

ანაზღაურება:

  • მოჭრილი 300 ლარი  + 10   % ბონუსი -  ინსტაგრამის არხით  გაყიდულ თითოეულ ნივთზე.

 

გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე . (ანაზღაურებადი )

 

დაიტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მიმდინარე წლის 20 ივნისამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com   და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

 

გისურვებთ წარმატებებს!