კატეგორია: ქოლ ცენტრი

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


კომპანია "კოლორი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა და მიღებული შეკვეთების ფასების დაანგარიშება;
** გაყიდვების სამსახურიდან მიღებულ პოტენციურ შეკვეთებზე ფასის ოპერატიული გაანგარიშება და მისი მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის/დამკვეთისთვის შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** შეკვეთის გაფორმება და წარმოებისთვის შეკვეთის ფორმის მიწოდება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მათემატიკური უნარები;
** საოფისე პროგრამების, კერძოდ ექსელის კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვებში ან სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღება მიენიჭება შინაგან მოტივაციას აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის ქ. 20.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@colorgroup.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სახელფასო მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს.