კატეგორია: TOP მენეჯმენტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


კომპანია "სიესეს" (http://www.cssgeorgia.ge) უზრუნველყოფს სამრეწველო, სამშენებლო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემების და აღჭურვილობის იმპორტს და აწარმოებს მის მონტაჟსა და დემონტაჟს.

კომპანია "სიესეს" (CSS) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა სტანდარტების დაცვის შესაბამისად;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვა;
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** მარაგების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);

დამატებითი მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV მისამართზე:
recruitment@hrcollie.com არა უგვიანეს 2019 წლის 5 დეკემბრისა.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინაარმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!