კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პრაქტიკის მენეჯერის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონების" საერთო პროექტია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად.

"სამშენებლო კოლეჯი, m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

მოვალეობები და ფუნქციები:

** მოთხოვნის შემთხვევაში კადრის შერჩევის უზრუნველსაყოფად საწარმოო პრაქტიკის უწყისების მონაცემების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერისათვის მიწოდება;
** საწარმოო პრაქტიკის დაგეგმვა და განხორციელება: საწარმოო პრაქტიკის გრაფიკის შედგენა, მონაწილეობის მიღება საპრაქტიკო ობიექტების მოძიებისთვის, ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მენეჯერებთან ან სხვა პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკება სტუდენტთა მისაღები რაოდენობის, საპრაქტიკო თემატიკის, დროის ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის განსაზღვრის მიზნით;
** სტუდენტების საწარმოო პრაქტიკაზე განაწილების ორგანიზება;
** უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის დასკვნით გამოცდაზე გასატანი კითხვების, ბილეთების და ა.შ. მომზადებას, მასწავლებლებთან შეთანხმებას, ხელმოწერასა და ხარისხის მართვის მენეჯერისათვის მიწოდებას;
** საწარმოო პრაქტიკის შუალედური ან/და დასკვნითი შეფასების ორგანიზება (გრაფიკის შედგენა, თარიღის განსაზღვრა, ინფორმაციის მომზადება და მიწოდება სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, მათი გაფრთხილება, ოქმისა და უწყისების შედგენა, დამკვირვებლების შერჩევა, უწყისების წარმოება)
** გამოცდის დანიშვნის მიზნით მოხსენებითი ბარათის შედგენა და დირექტორისათვის წარდგენა.
** საწარმოო პრაქტიკის საგამოცდო უწყისების წარმოება კონტროლი და შემაჯამებელი რეიტინგების გამოყვანის მიზნით გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში სასწავლო პროცესის მენეჯერისათვის წარდგენა;
** საწარმოო პრაქტიკის დღიურის წარმოების კონტროლი. ჟურნალში საწარმოო პრაქტიკის გვერდის კონტროლი და ამ პერიოდში დაგროვილი გაცდენების გამო სტუდენტის გარიცხვის შესახებ მოხსენებითი ბარათის დირექტორისათვის წარდგენა;
** ​საპრაქტიკო პერიოდის დასრულებისთანავე საერთო აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) მიწოდება შემდგომი ანალიზის მიზნით და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სტუდენტების შიდა ბაზაში.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დირექტორისათვის; აგრეთვე, სტრატეგიული და მიმდინარე დაგეგმვის შესახებ წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დირექტორისათვის წარდგენა.
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციების მომზადება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

ხელფასი: 1250 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არა უგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).