კატეგორია: TOP მენეჯმენტი

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


"Thai Box" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

თუ ვის ვეძებთ ჩვენ?

ჩვენ ვეძებთ ხალხს, ვისაც აინტერესებთ კარგი საჭმელი და სურთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ახლადგახსნილი ტაილანდური რესტორნის წარმატებით ფუნქციონირების საქმეში, სადაც დაგხვდებათ ეკო-მეგობრული გარემო, მდიდრული და დახვეწილი დიზაინის ინტერიერი. ჩვენთან მზადდება ტრადიციული ტაილანდური საჭმელი ჩვენს მიერ მოწვეული ტაილანდელი შეფ-მზარეულის მიერ. გვაქვს ღია სამზარეულო და მარმარილოს ზედაპირის მქონე სასადილო დახლი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი საქმე გიყვარდეთ და თქვენი დადებითი ემოცია გამოხატოთ თქვენს მომსახურებაში ჩვენთან შემოსული კლიენტების მიმართ . ჩვენ ვგეგმავთ გავხსნათ ფილიალები როგორც თბილისის ასევე სხვა ქალაქების სხვადასხვა უბნებში, ასე რომ თქვენ გეძლევათ კარგი შანსი, რომ შემოურთდეთ ჩვენ სწრაფად მზარდ, ახალგაზრდულ გუნდს. ჩვენ ვითავსებთ როგორც სტუმართმასპინძლობის, ასევე კულინარიულ ფუნქციებს და ვუზრუნველყოფთ ოპერაციულ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია არსებული კომპანიის მიერ. თქვენ დაატრენინგებთ ახალწვეულებს და გააგრძელებთ გუნდის ყველა წევრის წვრთნასა და განვითარებას. რესტორანი მდებარეობს ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და კომერციული ქუჩა თბილისში.

სამუშაოს აღწერა:

** მთლიანი რესტორნის მუშაობის მართვა და მეთვალყურეობა
** სტუმრებისათვის უმაღლესი დონის მომსახურების გაწევა და ოპერაციული საკითხების მოგვარება
** სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა
** დაგეგმოს ახალი და განაახლოს არსებული მენიუ დირექტორთან/მეპატრონესთან შეთანხმებით
** დაგეგმოს და განავითაროს მთლიანი რესტორნის მარკეტინგის სტრატეგია
** მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ საკვების ღონისძიებებში
** გონივრულად უპასუხოს კლიენტების კითხვებსა და საჩივრებს ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით
** ორგანიზება და მეთვალყურეობა გაუწიოს ცვლებს
** მართოს თანამშრომელთა შტატი და უხელმძღვანელოს მას
** შეაფასოს პერსონალის მუშაობა დირექტორთან/მეპატრონესთან
** აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა, გააკეთოს მოთხოვნილების პროგნოზი და იზრუნოს ინვენტარის მოწესრიგებაზე
** უხელმძღვანელოს რესტორნის მომარაგებას
** აკონტროლოს ხარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგი
** შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო
** აკონტროლოს ოპერაციები და განახორციელოს გამოსასწორებელი ქმედებები
** პროდუქტიულობისა და გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით დასახოს ინოვაციური სტრატეგიები
** დირექტორთან/მფლობელთან შეთანხმებით დაგეგმოს და განავითაროს სტუმრებთან მოპყრობის ლოიალური პროგრამები
** მჭიდროდ ითანამშრომლოს ბუღალტერთან, რათა აწარმოოს ყოველ კვირა მოგებისა და დანაკარგის ანგარიში.

მოგეთხოვებათ:

** ინგლისური, ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** რესტორანში, საცალო ვაჭრობის სფეროში ან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მენეჯერად ან ზედამხედველად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

ჩვენ ვთავაზობთ:

** 1200 ლარი + ბონუსი - თვეში მოგების მიხედვით
** სასიამოვნო სამუშაო გარემო
** კვება
** კარიერული წინსვლა.

საკონტაქტო ელფოსტა: kristian@thaibox.io