კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


კომპანია "აკვალაინი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და კვალიფიციურ კანდიდატს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გ.კარტოზიას #6.

მოვალეობები:

** კლიენტთან პირველადი შეხვედრის ორგანიზება / წარმართვა / მოთხოვნების იდენტიფიკაცია;
** პროექტის შესრულებისთვის ყველა საჭირო პროცესის დაგეგმვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის ფარგლებში რისკების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება;
** პროექტის მსვლელობისას შუალედური შედეგების განხილვა და სტატუს რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მულტიფუნქციური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, კარტოზიას ქ. 6.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@aqualine.ge