კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


სს კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი.

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. 2017 წელს ორგანიზაციამ მიიღო საბანკო ლიცენზია და გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

პოზიციის მიზანი:

პრობლემური სესხის ოპერატორის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული ერთიდან 30 დღის ჩათვლით გაპრობლემებული სესხების ადმინისტრირება/ამოღება და სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მსესხებლებთან/თავდებებთან/გარანტორებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობა.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შეთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში კლიენტისთვის ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზება ხელსაყრელი პირობებით;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე გადახდის ეფექტური განრიგის (მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი პირველი შენატანის გადაცილების დღიდან 29 კალენდარული დღიანი განრიგისა) შედგენა მომხმარებლისთვის;
** საქმიანობის კოორდინირება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;
** პირველი დღიდან 30 დღის ჩათვლით მასზე გადაწერილი ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხების პორტფელის მართვა და ინტენსიური მონიტორინგი.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად, პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "პრობლემური სესხების ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი.