კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** ფაქტიურად გაწეული დანახარჯებისა და შესრულებული სამუშაოების მონაცემთა ბაზაში დროულად და ზუსტად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სამსახურებიდან ინფორმაციისა და მონაცემების კონსოლიდირება და ერთიანი რეპორტების წარმოება;
** ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის/მონაცემების გადამოწმება მათი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით;
** უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის კორექტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამუშაოს დაგეგმვის და კოორდინაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2020 წლის 24 იანვრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.