კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 18 -

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელს "ზღაპარი" უკვე აქვს 23 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე. სულ მალე ჩვენს ქსელს 23-ე ფილიალი ქალაქ ბათუმში შემოემატება.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობითა და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ მოლარის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება (მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან.
** გამოცდილება: სასურველია apex-ში მუშაობის
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი, 08:00-16:00 და 16:00-24:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: http://zgapari.ge/career/ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაოს ადგილი (მაგ. "მოლარე - ქ. ბათუმი").