კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 18 -

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ მოლარის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:

** ისანი (ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩა)
** აფრიკა (ჭიჭინაძის #17)
** ფონიჭალა (მაღაზია ბაია; შავნაბადას ასახვევი/ზემო ფონიჭალა)
** ნუცუბიძე (თოფურიას #12 და ჟღენტის #3)
** ჯიქია (მინდელის #12; სანდრო ეულის #5)
** დიღმის მასივი (ბელიაშვილის #20)
** საირმის ქუჩა (ინფექციურ საავადმყოფოსთან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება (მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება).
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან.
** გამოცდილება: არ არის სავალდებულო.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 08:00-16:00 და 16:00-24:00 ან 12:00-20:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაოს ადგილი.