კატეგორია: ფინანსები, ბანკები

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 20 - 40

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


საკრედიტო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" (ლომბარდი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ტექნიკის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

მისამართი: ქალაქი რუსთავი, მესხიშვილის და ლეონიძის კვეთა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, თავაზიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულების და ტექნიკის შეფასების აქტის გაფორმება;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება პროგრამული უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზღვარი: 20-40 წლამდე
** ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს მიზანდასახული და მოწესრიგებული.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** საქმისადმი პატივისცემა;
** მონდომებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: 24 სთ 2 ან 3 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: პირველი ერთი თვე, შერჩეულ კანდიდატს უტარდება სტაჟირება, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. მეორე თვიდან ერთი თვე დღე/ღამეში 50 ლარი, ხოლო შემდეგი თვიდან 60 ლარი, ყოველი მორიგეობა + ბონუსი (15 დღეში -900 ლარი+ ბონუსი).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: Swiftcredit.hr@gmail.com; გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.