კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა). შპს "არომაპროდუქტი"-ს პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში (აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, იაპონია და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.georgiasnatural.com

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღება და მოწესრიგებულად განლაგება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება.

მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;

სამუშაო ადგილი: ბათუმი

რას გთავაზობთ:

** პერსონალზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას თვეში 550 ₾-დან.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@georgiasnatural.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშვებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.