კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 18 - 35

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ მერჩენდაიზერის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:

** გლდანი (ბოჭორიშვილის #2. სამუშაო დრო: 09:00-18:00)
** ნუცუბიძე (თოფურიას #12. სამუშაო დრო: 09:00-18:00)
** ბაგები (წყნეთის გზატკეცილი #37. სამუშაო დრო: 09:00-18:00 ან 14:00-23:00)
** ჯიქია (მინდელის 12. სამუშაო დრო: 09:00-18:00; სანდრო ეულის 5. სამუშაო დრო: 18:00-22:00). ნახევარი განაკვეთი
** ისანი (ბერ გაბრიელ სალოსის #138). სამუშაო დრო: 13:00-22:00ან 14:00-23:00
** საირმის ქუჩა (მეტრო "სამედიცინოსთან")

გაითვალისწინეთ! ჩვენთან მომუშავე მერჩენდაიზერი არ არის მოსიარულე სხვადასხვა ფილიალებში.

შესასრულებელი სამუშაო:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროების გადავსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.
** თაროებზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მერჩენდაიზერის, კონსულტანტის, მოლარის პოზიციაზე.
** ასაკი: 18-35 წელი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნება.
** დაკვირვების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (დასვენების დღე, ურთიერთშეთანხმებით).
გრაფიკი: სრული დატვირთვა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 დეკემბერი.