კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


Thai Box" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტი/მოლარის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ ხალხს, ვისაც აინტერესებთ კარგი საჭმელი და სურთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ახლადგახსნილი ტაილანდური რესტორნის წარმატებით ამუშავების საქმეში, სადაც დაგხვდებათ ეკო-მეგობრული გარემო, მდიდრული და დახვეწილი დიზაინის ინტერიერი. ჩვენთან მზადდება ტრადიციული ტაილანდური საჭმელი ჩვენს მიერ მოწვეული ტაილანდელი შეფ-მზარეულის მიერ. გვაქვს ღია სამზარეულო და მარმარილოს ზედაპირის მქონე სასადილო დახლი. რესტორნის მენეჯერის ასისტენტის მოვალეობებში შედის სამზარეულოს ჭურჭლისა და აღჭურვილობის შეკვეთა ჩვენი მოთხოვნების მიხედვით. მისი პასუხისმგებლობაა კონტრაქტებისა და საგადასახადო სისტემის მართვა, ასევე რესტორნის პერსონალის მუშაობის კონტროლი. ამ პოზიციაზე წარმატების მისაღწევად თქვენ უნდა იცოდეთ რესტორნის მართვის გზები და კარგად გესმოდეთ, თუ რა არის საჭირო კლიენტის კარგი მომსახურებისათვის. თქვენ უნდა შეძლოთ მუშაობა როგორც რესტორნის სამუშაო საათებში ასევე, ასევე შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით. საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ ოპერაციული ხარჯების შემცირებაში და კლიენტებისათვის პოზიტიური სასადილო გარემოს შექმნაში. ამ პოზიციაზე კლიენტებისათვის უნაკლო მომსახურეობის გაწევა იქნება თქვენი მთავარი მიზანი. დამატებითი მოვალეობები იქნება საკვების შეკვეთების დროს მონაწილეობის მიღება, საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება და შეკვეთების შეფუთვა/დაფასოება. იდეალური კანდიდატი უნდა იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და ინტერპერსონალური უნარების მქონე.

სამუშაოს აღწერა:

** საბითუმო კვების პროდუქტების მომწოდებლების მოძიება, ფასებზე მოლაპარაკება და მენეჯერისა და მესაკუთრის ინფორმირება
** საჭიროების შემთხვევაში, სამომავლოდ საჭირო სამზარეულოს ინვეტარის-აღჭურვილობის კალკულაცია და შეკვეთების გაკეთება
** მაღაზიის გამყიდველებთან კონტრაქტების დადება და ინვოისების გამოწერა
** აწარმოოს კომუნიკაცია როგორც საზოგადოებასთან, ასევე მომსახურე პერსონალთან
** თვალყური ადევნოს როგორც სამზარეულოს პერსონალს, ასევე ოფიციანტებს
** აწარმოოს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური დანახარჯებისა და შემოსავლების დეტალური ანგარიში/ხარჯთაღრიცხვა
** მოახდინოს ახალი თანამშრომლების სწორი ჩართულობა (დაგეგმილი ტრენინგები და უნიფორმის შეკვეთა)
** იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვით
** სტუმრების აზრის გათვალისწინებით შეიტანოს ცვლილებები მენიუში, მისი გაუმჯობესების მიზნით
** მიეგებოს კლიენტებს და დაეხმაროს მათ შეკვეთის გაკეთებაში
** კლიენტების შეკვეთები შეიტანოს რესტორნის მონაცემთა ბაზაში
** გადასცეს შეკვეთები სამზარეულოს პერსონალს
** ყურადღება მიაქციოს, რომ ყველა შეკვეთა კლიენტამდე დროულად მივიდეს
** მიიღოს ნაღდი ფული და დაუბრუნოს ხურდა
** სამუშაო ცვლის დასაწყისში და დასასრულს დაითვალოს ფული სალაროში
** მოათავსოს შეკვეთები შესაბამის ჩანთებსა და ყუთებში
** უპასუხოს კლიენტების კითხვებს, გასცეს ქვითრები და ჩაიწეროს კლიენტების შემოთავაზებები
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს სამზარეულოს პერსონალს.

მოთხოვნები:

** ინგლისურ, ქართულ, რუსულ ენებს უნდა ფლობდეს სრულყოფილად
** ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება რესტორნის მენეჯერის ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სფეროში
** იცნობდეს რესტორნის მართვის პროგრამებს, როგორებიცაა Open Table და Peach Works
** ჰქონდეს ანგარიშის კარგი უნარი
** კლიენტის მომსახურების მიმართ ყურადღებიანი მიდგომა
** კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარი
** შესძლოს მუშაობა საღამოს, დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას
** უმაღლესი განათლების დიპლომი; დამატებითი სერტიფიკატი სტუმართმასპინძლობის დარგში ჩაითვლება პლუსად.

ჩვენ ვთავაზობთ:

** ხელფასი: 850 ლარი + ბონუსი
** სასიამოვნო სამუშაო გარემო
** კვება 3-ჯერ
** კარიერული წინსვლა.

საკონტაქტო ელფოსტა: kristian@thaibox.io