კატეგორია: TOP მენეჯმენტი

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


კომპანია "Best Flowers" მომხმარებლებს სთავაზობს ეკვადორული ვარდების დიდ არჩევანს საუკეთესო ფასად, ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისით, სპეციალურად აღჭურვილი (მაცივრიანი) ავტომობილით.
კომპანია მარაგდება წამყვანი ეკვადორული კომპანიების პლანტაციებიდან, რომლებიც პირდაპირი რეისებით აგზავნიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, საუკეთესო ვიზუალითა და გამძლეობით.
ეკვადორულ ვარდს სხვა ვარდთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. ის გამოირჩევა გამძლეობით, დიდი, ლამაზად გაშლილი თავით, სქელი ღეროთი, მსოფლიოში ყველაზე საოცარი ფერებით. ამ ეტაპზე არსებობს ეკვადორული ვარდების 500 - მდე სახეობა, მათგან უმეტესობას შეხვდებით "Best Flowers"-ში.

ამჟამად კომპანია "Best Flowers" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყვავილების მიღება-აღწერა;
** შეკვეთების გაცემა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ყვავილების მოვლა;
** ნაშთების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ფლორისტის მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 558 99 98 88 / +995 558 18 88 88

გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: bestflowerss.geo@gmail.com

კომპანია "Best Flowers" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "Best Flowers" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!