კატეგორია: ტრანსპორტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: 25 - 45

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე (ქ. თბილისი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომანქანის მართვა და მოვლა.
** ავტომობილის სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა.
** სარეალიზაციო პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა.
** რეგიონალურ დისტრიბუტორთან ჯგუფური მუშაობის უნარი.
** ქ. თბილისსა და რეგიონალურ ობიექტებში შეკვეთების მიწოდება.
** ბათუმის საწყობის მომარაგება და სეზონიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში მუშაობის განხორციელება.
** კილომეტრაჟისა და საწვავის ხარჯის აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** მცხოვრები: ქ. თბილისში.
** ასაკი: 25-დან 45 წლამდე.
** ავტომობილის მართვის B-С კატეგორია (აუცილებელია).
** ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი.
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა.
** სასურველია 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.
** პუნქტუალობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 580 ლარიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: levani@tbilvino.ge და CV-ში მიუთითოთ მართვის მოწმობის კატეგორია და დაურთოთ ფოტოსურათი. აღნიშნული ინფორმაციის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი.