კატეგორია: ტრანსპორტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: მამრობითი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე;
** შესაძლოა, თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს საზღვრებს გარეთ;
** არასტანდარტული სამუშაო პირობები (მაგ: ექსპედიცია კარვებით, ტრანსპორტირება მიუვალ, რთულ გზებზე);
** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი (მაგ: ექსპედიციის ხანგრძლივობა რამდენიმე დღე).

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თანმიმდევრულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** ავტომანქანის მართვის გამოცდილება რთულ და მიუვალ გზებზე
** საზღვარგარეთის პასპორტი.

შრომის ანაზღაურება: თვეში 720 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესებულ კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2020 წლის 2 ივლისის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).