კატეგორია: ტრანსპორტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: მამრობითი


კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებითაც დაკომპლექტდება ჩვენი მეგობრული, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო (სამუშაო დრო: დღეში 8 საათი, კვირაში 6 დღე)
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 800 ლარი;
** მიკროავტობუსითა და საწვავით უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოფას მობილური ტელეფონით, ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსით;
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

** მართვის მოწმობის "B" კატეგორიის ქონა;
** აუცილებელია შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა, ადექვატური ადაპტაციისა და ორიენტაციის უნარი;
** აუცილებელია გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მნიშვნელოვანია გუნდურობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირება;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით, ახალი ქსელების მოძიება/დამატება;
** დოკუმენტაციის წარმოება (ფისკალური ჩეკი, ზედნადები);
** რეალიზაციის თანხის ყოველდღიური ანგარიშსწორება ბუღალტერიაში;
** გადაცემული ავტომობილის მუდმივად სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა (დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამრეცხაოში მიყვანა);
** ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;

ჩვენი ოფისის მისამართია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32;

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!