კატეგორია: ქოლ ცენტრი

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


ფინანსური მომსახურების კომპანია "Yield" გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის კურსს.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს შეისწავლოს ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების საწყისი დონე, აგრეთვე მოქმედ ბუღალტრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** ბუღალტრული აღრიცხვის არსი;
** ანგარიშთა გეგმა
** მოკლევადიანი აქტივების აღრიცხვა (ფული, მარაგები, მოთხოვნები, წინასწარ გადახდილი ხარჯები)
** გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა (ძირითადი საშუალებები)
** ძირითადი საშუალებების ცვეთა და ამორტიზაცია
** ვალდებულებების აღრიცხვა
** საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა - საშემოსავლო გადასახადი, დღგ, მოგება, ქონების გადასახადი.
** გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა- გრძელვადიანი სესხები, ლიზინგი
** იმპორტი
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
** ფინანსური შედეგების განსაზღვრა
** ბალანსი, მოგება ზარალის უწყისი
** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, ნაღდი ფულის ბიუჯეტის შედგენა
** საცდელი ბალანსის შედგენა
** ORIS ან INFO - საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა.

კურსის აღწერა:

** კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (16 შეხვედრა)
** მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 5-10 მსმენელი
** გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 სთ.
** სწავლების გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ.
** საათები: სამუშაო დღეებში - საღამოს 7:00-9:00 სთ. შაბათი - 3:00-5:00 სთ.
** მდებარეობა: ალექსიძის ქ. 12, King David Business Center, თბილისი
** სრული კურსის ღირებულება: 800 ლარი
** კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

საკონტაქტო ელფოსტა: yield.georgia@gmail.com