კატეგორია: ტრანსპორტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, კურიერის პოზიციაზე!

თუ ხარ პოზიტიური, მიზანდასახული, ენერგიული და შრომისმოყვარე, ეს ვაკანსია შენთვის არის! ჩაერთე შენი ქალაქის სამსახურში!

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ორშაბათი - პარასკევი: 09:30-18:30
შაბათი: 10:00-14:00

ვეძებთ მათ, ვინც არის:

** 22-დან 32 წლამდე
** მიზანდასახული და ენერგიული
** გუნდური და მოწესრიგებული

კურიერის პოზიციაზე სამუშაოდ აუცილებელია:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** ავტომობილის კარგად ცოდნა

გაგვიხარდება თუ გექნებათ:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გამართულად წერის უნარი

სახელფასო პირობები:

** ხელფასი განისაზღვრება ფიქსირებული და საბონუსე დანამატით:
** პირველი სამი თვის ფიქსირებული, ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვრება 490 ლარით
** მომდევნო თვეების ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვრება 686 ლარით
** ბონუსის ოდენობა განისაზღვრება ხელზე ასაღები 200-500 ლარით

უპირატესობები:

** სადაზღვეო პირობები
** საბონუსე სისტემა
** მობილურზე სალაპარაკო ულიმიტო პაკეტი - მარტივი
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** კომპანიის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.

სამოტივაციო წერილის საშუალებით გვითხარით, თუ რატომ გინდათ რომ დასაქმდეთ ჩვენს გუნდში და რატომ უნდა ავირჩიოთ თქვენი კანდიდატურა. ველით თქვენს გამოხმაურებას ელ ფოსტაზე: HR@cityexpress.ge

გთხოვთ გამოგზავნილ რეზუმეს თან დაურთეთ ორიოდე აბზაცი თქვენს შესახებ.

წარმატებები!