კატეგორია: ადმინისტრაცია

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: 3 წელი

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 133 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელური აპარატურის Cisco, Mikrotik Router, Switch, WiFi მართვა და მონიტორინგი;
** არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელში არსებული პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ოფისებს შორის და პარტნიორ ორგანიზაციებთან VPN-ით დაკავშირება;
** VOIP ინფრასტრუქტურის მართვა და მონიტორინგი;
** პროვაიდერებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** სხვადასხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია CCNA ან უფრო მაღალი დონის სერთიფიკატი;
** სასურველია Linux სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Firewall-ებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

დამატებითი უნარები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** კრეატიული
** მიზანდასახული
** პასუხიმგებლიანი
** ორგანიზებული
** ენერგიული
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის ადმინისტრატორი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.