კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


"Menu.ge" არის კაფე-ბარებიდან და რესტორნებიდან ადგილზე მიტანის სერვისი, საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ-მენეჯერის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას #45
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:00).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდზე ახალი ობიექტების(რესტორანი, კაფე-ბარი და სხვ.) შესახებ ინფორმაციის განთავსება(ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე);
** პარტნიორი კომპანიების/ობიექტების მიერ მოწოდებული ცალკეული კერძების/პროდუქციის და მათი გასაყიდი ფასების პროგრამაში ასახვა;
** პარტნიორ ობიექტებში გაყიდვად კერძებზე/პროდუქტებზე არსებული ფასების ცვლილებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების/პროდუქციის ვიზუალური მასალის მოძიება და პროგრამაში ატვირთვა, მათი აღწერა.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია Photoshop-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: პირველი თვე(გამოსაცდელი ვადა) - 550 ლარი (შემდგომი ზრდის პერსპექტივით).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით ელფოსტაზე: mariam.farjiani@menugroup.co.uk სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (კონტენტ-მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.