კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


Prime Retail Georgia - ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების ცნობილი ბრენდების (Wedgwood, Lalique, Meissen Waterford, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე - ფაიფურისა და ბროლის ჭურჭლის და დეკორატიული აქსესუარების შოუ-რუმისთვის (სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" საბურთალო).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასაუბრო დონეზე კი ინგლისურ ენებზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი,
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა/შესწავლა;
** ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისას და შეკვეთის მიღების პროცესში;
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას;
** სალარო ოპერაციების წარმოება და გაყიდული პროდუქციის სწორი პროგრამული ასახვა;
** მოვალეობები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია შოუ-რუმის გამართულ ფუნქციონირებასთან და ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო საათები: ცვლების მიხედვით;
** ლოკაცია: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" საბურთალო,
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 1 თვე;
** შრომის ანაზღაურება: ხელზე 500 ლარი - დან კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით + ბონუსი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: primeretailgeo@gmail.com

გაითვალისწინეთ!

CV შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი".

ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.