კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


დრესაპ ჯგუფი" უკვე 24 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და გვთავაზობს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi`s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 33 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქტების გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საშუალო ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.12.2019.

გისურვებთ წარმატებას!