კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 18 - 40

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე .

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ კონსულტანტის პოზიციაზე, განახლებული სახელფასო ანაზღაურებით და საბონუსე დანამატებით, შემდეგ ფილიალებში:

** ისანი (ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩა)
** მეტრო "300 არაგველები" (ბოჭორმის ქუჩა)
** ზემო ფონიჭალა (შავნაბადას ასახვევი)
** ჯიქია (მინდელის #12 და სანდრო ეულის #5)
** ბაგები (წყნეთის გზატკეცილი #37)
** საირმის ქუჩა (მეტრო სამედიცინოსთან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის ასაწონი პროდუქციის აწონვა, ფასდადება.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევისას.
** კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:

** დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
** სექციების გადავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-40 წელი.
** გამოცდილება: არ არის აუცილებელი.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 08:00-16:00 / 16:00-24:00 / 12:00-20:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე, ურთიერთშეთანხმებით (სტუდენტთათვის დამატებითი ერთი დღე დასვენებისთვის).

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!