კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: 18 - 40

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე , სულ მალე ახალი სავაჭრო ობიექტი საბურთალოზე საირმის ქუჩაზე შემოგვემატება.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ახალ ობიექტზე კონსულტანტის პოზიციაზე განახლებული სახელფასო ანაზღაურებით და საბონუსე დანამატებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის ასაწონი პროდუქციის აწონვა, ფასდადება.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევისას.
** კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:

** დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
** სექციების გადავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18-40 წელი.
** გამოცდილება-არ არის აუცილებელი.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება თქვენი სურვილის გათვალისწინებით)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა

გისურვებთ წარმატებას!