კატეგორია: მომსახურე პერსონალი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


"პერსონ" ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული სერიული ბრენდია, რომელიც 4 წელია ოპერირებს ბაზარზე. ამჟამად გვაქვს 2 ობიექტი სავაჭრო ცენტრ მერანსა და სითი მოლი საბურთალოს ტერიტორიაზე.

პერსონის მიზანი ხარისხიანი, კომფორტული და ლამაზი ტანსაცმლის შექმნა და მომხმარებლისთვს მისაღებ ფასად მიწოდებაა. პროდუქტის ძირითადი სტილი მარტივი, სადა და კომფორტულია. კომპანიაში არის სასიამოვნო და საქმიანი სამუშაო გარემო. მკერავების და კონსტრუქტორის სამუშაო დღეები განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დღის სამუშაო საათობრივი ნორმა არის 8 საათი.

1. მკერავი

ადგილმდებაროება: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, პრაქტიკა

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა
** სწრაფი სამუშაო ტემპი
** პროდუქციის გაწმენდა ძაფისა და სხვა სამუშაო ნარჩენებისგან
** საკუთარი პროდუქტის ხარისხის შემოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მუშაობის გამოცდილება კერვის მიმართულებით

2. თარგის კონსტრუქტორი/გამომჭრელი

ადგილმდებაროება: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, პრაქტიკა

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა
** თარგების შექმნა
** მოდელების გამოჭრა ზომებში
** სწრაფი სამუშაო ტემპი
** მკერავებთან მშვიდი მუშაობის უნარი და გამოცდილება.
** სამუშაო პროცესში შექმნილი ნიმუშების ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@person.ge