კატეგორია: ქოლ ცენტრი

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


კომპანია Onemall წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის საქმიანობაც გულისხმობს საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ რეალიზაციას.

ვაკანსია ცხადდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00 შაბათი 11:00 -18:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ვებ გვერდიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროულ და სრულყოფილ კომუნიკაციას;
** პასუხისმგებელია, ყველა დაფიქსირებული ზარის პასუხზე;
** უზრუნველყოფს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციასა და კონსულტაციას ონლაინ პროდუქტების შერჩევისა და შეძენის მიმართულებით;
** ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ საშუალოზე მაღალი დონის ინფორმაციას;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Word და Excel ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სისხარტე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება: 450 ლარი ფიქსირებული, დამატებით ბონუსი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR.citymallgeorgia@gmail.com და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".