კატეგორია: ქოლ ცენტრი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


დეველოპერული კომპანია "სექტორი" ორიენტირებულია სივრცით განვითარებაზე, რაც მოიცავს თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობილ ხარისხს, ეკოლოგიას, კომფორტს, უსაფრთხოებას. კომპანია წარმოადგენს 100%-ით ქართულ კაპიტალს.

კომპანიის მთავარი პრინციპებია:

** საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა
** ნდობა
** ხარისხი
** პროექტების სწრაფი განხორციელება

დეტალური ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/pg/geosectors/about/
http://www.sc.ge/

"სექტორი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარზე პასუხი, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზაში ზარების დაფიქსირება;
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** კომპანიის მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე Report-ს შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გაყიდვებში);
** უპირატესობად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 საათამდე (ორშ-პარ)
** შაბათი 10:00-14:00 საათამდე

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!