კატეგორია: IT - ტექნოლოგიები

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: adobe photoshop,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


AdvertWise" არის "Google"-ის პარტნიორი კომპანია რომელიც მოღვაწეობს ონლაინ მარკეტინგის სფეროში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: SEO, Google Adwords, Facebook და ანალიტიკა. გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს, ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

კომპანია "Advertwise" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინების შემუშავება;
** მარკეტინგული კომუნიკაციების ვიზუალიზაცია (ძირითადად ინტერნეტ სივრცისათვის);
** სარეკლამო მასალების მომზადება.

მოთხოვნები:

** განათლება დიზაინის კუთხით;
** ანიმაციურ ბანერებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** დიზაინერად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop);
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე: info@advertwise.ge და ელ-ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".