კატეგორია: ტურიზმი,რესტორნები,სასტუმროები

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

ენები: გერმანული,

განაკვეთი: სრული

სქესი: მამრობითი


ტურისტული კომპანია "Georgia Insight" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი გიდის პოზიციაზე.

შეირჩევიან აპლიკანტები, რომლებიც გაივლიან მომზადება/გადამზადებას 3 თვიან შიდა ტრეინინგ კურსზე (ტრეინინგის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია). კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდებიან კომპანიაში გერმანულენოვანი გიდის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"Georgia Insight" ფოკუსირებულია ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოგზაურთათვის კულტურული და საფეხმავლო მოგზაურობების შექმნაზე. კომპანიის გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გერმანულენოვანი სტუმრების მასპინძლობისა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანულენოვანი ქვეყნების გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ტურისტულ სააგენტოებთან.

მოთხოვნები:

** გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა
** საკომუნიკაციო პრაქტიკული გამოცდილება გერმანულ ენაში
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** მოტივაცია, იყოთ წარმატებული გიდი და გიყვარდეთ ეს საქმე.

კომპანიისთვის პრიორიტეტულია მოტივაცია და უნარები რაც ამ საქმეში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს. 3 თვიანი ტრეინინგის ფარგლებში, "Georgia Insight" დააფინანსებს თქვენს სწავლას გახდეთ პროფესიონალი გიდი. ტრენინგი ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

ტრეინინგ პროგრამის შესახებ:

პროექტი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს:

** ტურიზმის ინდუსტრიის გაცნობა;
** გიდის უნარ-ჩვევების სწავლება
** "Georgia Insight"-ის ტურების დეტალური გაცნობა
** ტურებში შემავალი ისტორიულ-არქიტექტურული და სხვა ძეგლების შესახებ დეტალური თეორიული ცოდნა.
** პრაქტიკული გასვლები საქართველოს მასშტაბით 13 ობიექტზე.

დანერგილია სწავლების დუალური სისტემა. ტრენინგის მანძილზე სტუდენტები გაეცნობიან ტურიზმის ინდუსტრიას, აითვისებენ პროფესიონალი გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან დეტალურ თეორიულ მასალას საქართველოს ისტორიულ კულტურული ძეგლების შესახებ. მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ ექსპედიციებში თბილისის გარშემო არსებულ ტურისტულ ობიექტებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდეთ რეზიუმე (სურათით) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vacancy@georgia-insight.eu