კატეგორია: TOP მენეჯმენტი

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

განყოფილება: გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: გენერალური მენეჯერი

სამუშაო პროცესის მოკლე აღწერა:

სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა. გაყიდვებთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი ბიზნესის სრული მიზნების გათვალისწინებით.

სასტუმროს შემოსავლის გაზრდის მიზნით კორპორატიული კონტაქტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება.

უზრუნველყოს გენერალური მენეჯერის დახმარება და რჩევები სასტუმროს გაყიდვების საკითხებთან დაკავშირებით, დაიცვას კორპორატიული სტანდარტები და სასტუმროს იმიჯი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული გეგმის გააზრებით და გათვალისწინებით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება (გრძელვადიანი, კვარტალური);
** სასტუმროს ცნობადობის მატებასა და ბაზარზე კონკურენტულ მუშაობაზე ზრუნვა (სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა ან/და მონაწილეობის მიღება);
** ბაზრისა და კონკურენტების გაანალიზებით ფასთა სისტემის შემუშავება-მართვა, წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რათა მიღწეული იყოს ოთახების დაკავებულობის სათანადო მაჩვენებელი;
** იყოს სეზონურობის და სხვა გარე ფაქტორების საქმის კურსში, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესზე და შესაბამისად დაგეგმოს მიზანმიმართული აქტივობები;
** პოტენციური მომხმარებლებისა და სამიზნე ჯგუფის ეფექტიანად განსაზღვრა;
** ახალი პროდუქტების შექმნა და მათი პოპულარიზება;
** სტუმრების კმაყოფილების შეფასება და გამოვლენილ შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
** სასტუმროს ჯავშნების მართვა და სისტემური აღრიცხვა;
** ჯავშნებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებზე მყისიერი რეაგირება;
** გეგმიური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული;
** სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სიახლეებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მივლინებებისადმი მზაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (წერა, მეტყველება);
** MS Office-ის, ინტერნეტის საძიებო სისტემების და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატი (ანაზღაურების ფიქსირებული ნაწილი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);

დაინტერესებულ პირებს, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ 2019 წლის 25 ნოემბრამდე, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

სასტუმრო KMM გისურვებთ წარმატებას!