კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: კოლეჯი-პროფესიული

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

ფირმა "დიო" დაარსებიდან 24-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" - ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე.

აღნიშნული ვაკანსია ღიაა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის!

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს "დიო"-ს სათავო ოფისი;
დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ 3

ჩვენი შემოთავაზებაა:

** 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
** ანაზღაურება: ხელზე 600 ლარი, დამატებით ბონუსი გაყიდვიდან;

ჩვენი მოთხოვნებია:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
** გამართული საუბარი ქართულად.
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული, ინგლისური /სასაუბრო/ ენის მცოდნეს.
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

თქვენ შეისწავლით:

"დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. გაეცნობით "დიო"-ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

დამკვეთებისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში. შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 1 ივლისი.

გთხოვთ იყოთ ყურადღებით:

** დაგიკავშირდებით თქვენ მიერ მითითებულ მობ. ტელეფონის ნომერზე
** სატელეფონო გასაუბრებით შერჩეულ კანდიდატებს დაგიბარებთ ცალკ-ცალკე სათავო ოფისში. (უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით).

დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!