კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: 22 - 35

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft Office)
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გამართული მეტყველება
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

სხვა მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
** ასაკი: 22-35 წ.

ანაზღაურება: 700-1200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@machandmach.com

აუცილებელია, რომ ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტის" თანამდებობა, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.