კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


iSpace აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას. iSpace Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში. Apple Premium Reseller-ის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ თავიანთ საქმეში პროფესიონალებს. თუ გსურს გახდე Apple-ის პროდუქტების ექსპერტი, გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებლებთან რუსულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია apple-ის პროდუქციის მახასიათებლების გარჩევა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა.

ყოველთვიური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გაყიდული პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.

თუ თვლით, რომ შეესაბამებით ვაკანსიის მოთხოვნებს, თქვენი CV მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე hr@asbc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: iSpace გაყიდვების კონსულტანტი ან გააკეთეთ განაცხადი ჩვენს FB გვერდზე iSpace • აისფეისი • Apple Premium Reseller

კანდიდატთა შერჩევა მოხდება CV-ების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

iSpace გისურვებთ წარმატებას!