კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


კომპანია "ხელოვნების ელემენტები" 2019 წელს დაარსდა. ხელოვნების ინდუსტრიაში "სტარტაპია", თუმცა კომპანიის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია მაღალი ხარისხის მიწოდება მომხმარებელზე.

კომპანია "ხელოვნების ელემენტები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; (მიზნობრიობა ტურისტები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** უპირატესობა მიენიჭება ხელოვნების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტირება და დახმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** ​მომხმარებლისთვის პროდუქციის და პროდუქციის შემქმნელების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სტანდარტების შესაბამის განლაგებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელზე პროდუქციის რეალიზაცია.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ​მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** გაყიდვების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: artitems.ge@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი თბილისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!