კატეგორია: საცალო , საბითუმო ვაჭრობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "მოდარეა" ცხადდება ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს, ვისაც სურს განვითარება გაყიდვების სფეროში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ცინცაძის 12 (მეტროს მიმდებარე ტერიტორია); დიდი დიღომი, პეტრე იბერის 6

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, (ტანსაცმლის მაღაზიაში).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: flaxgeorgia@gmail.com და მიუთითოთ თემაში მისამართი - დიდი დიღომი ან საბურთალო.