კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ახალციხე

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

თანამდებობის მიზანი:

სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია ნეგატიური ე.წ. "E" კატეგორიის კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს "კრედო ბანკი"-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** "E3" კატეგორიის კლიენტების მოზიდვა;
** "E3" კატეგორიის კლიენტებითვის ფსიქომეტრული ტესტირების ჩატარება;
** ტესტირების დადებით შედეგებზე დაყრდნობით კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტის მხარდაჭერა დოკუმენტაციის მომზადებაში;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა პრობლემური სესხის დაფარვის საკითხში და შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებაში ჩართულობა;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** "კრედოს" ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია განხრები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, სამართალი;
** აუცილებელია ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერრბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "გამოცდილი სესხის ოფიცერი ახალციხეში").