კატეგორია: ქოლ ცენტრი

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
** 1C პროგრამის ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ასაკი: 28-40 წელი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
** შეკვეთების დაფიქსირება, მარაგების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება მომარაგების სამსახურისათვის.
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება.
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
** საჭიროების შემთხვევაში, შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე (სასურველი გრაფიკით).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!

ჩვენთან თქვენ გელით წარმატებული გუნდი სადაც მოახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას.

გისურვებთ წარმატებებს.