კატეგორია: ჯანდაცვა

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: მამრობითი


ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი+" 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

"ფარმაცევტული სახლი+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: 500-550 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.