კატეგორია: ჯანდაცვა

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: რუსთავი

სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
  • პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული, ორგანიზებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.