კატეგორია: უსაფრთხოება

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მრავალპროფილიანი კლინიკა აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. # 5
სამუშაო განაკვეთი: 24 სთ მორიგეობა, ყოველ მე-3 დღეს.
ხელფასი: 350 ლარი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კლინიკის თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** გარკვეული პერიოდულობით კლინიკის ტერიტორიის შემოვლა და დათვალიერება. საეჭვო ვითარების დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ;
** კლინიკის ტერიტორიაზე არსებული აპარატურის ან ინვენტარის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენციის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება და მათთან თანამშრომლობა;
** კლინიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. შიდა კარებზე წვდომების გახსნა, ბეიჯების აღრიცხვა, ინდივიდუალური კოდების მინიჭება და ა.შ.
** კრიტიკული სიტუაციის არსებობისას ხელმძღვანელი პირების დროულად ინფორმირება პრობლემის ოპტიმალურ ვადებში მოგვარების მიზნით;
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საგანგებო სიტუაციების მართვის და რეაგირების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისულ სიტუაციაში ეფექტური რეაგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555 12 82 12.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 14 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!