კატეგორია: ადმინისტრაცია

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელ "ზღაპრის" გუნდი გამოირჩევა მოტივირებული, შრომისმოყვარე და სტაბილური გუნდით.

მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და სულ მალე, ჩვენს ქსელს ახალი ფილიალი ქ. ბათუმში შემოემატება.

ვაცხადებთ აქტიურ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** სააქციო პროდუქციის დალაგება წარმოჩენა.
** პროდუქციაზე ფასების მინიჭება.
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი.
** პროდუქციის აღწერა.
** პერსონალის კონტროლი.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ადმინისტრატორის, მოლარის, კონსულტანტის პოზიციაზე)
** სასურველია ოფის-პროგრამების ფლობა (Word; Apex, Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი.
** დაკვირვების უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ცვლები 08:00-17:00 ან 15:00-24:00)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი.
** სამუშაო ადგილმდებარეობა: ანგისას ქუჩა # 13 (იუსტიციის სახლთან)

(ღამის ცვლის თანამშრომლის საცხოვრებელთან მიყვანას უზრუნველყოფს კომპანია)

კანდიდატები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას და შემდგომ გადამზადების ერთ კვირიან ეტაპს.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი (მაგ. ბათუმი- დარბაზის ადმინისტრატორი.

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გელის შენც!