კატეგორია: ადმინისტრაცია

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოტივირებული, შრომისმოყვარე, მეგობრული გუნდით, რომელსაც ქმნიან პროფესიონალი კადრები.

ვაცხადებთ აქტიურ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე. შემოგვიერთდით!

 

ფილიალები:

აფრიკა-ჭიჭინაძის 17;

დიდი დიღომი-გიორგი ბრწყინვალის 4

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო განაკვეთი: ცვლები (08:00-17:00 და 15:00-24:00)
  •  ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს.
  •  დასვენების დღე: კვირაში ერთი (ურთიერთშეთანხმებით)
  •  საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  •  დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი.
  •  პროდუქციის ინვენტარიზაცია.
  •  სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა.
  •  თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გუნდურობა.
  •  სწრაფი აზროვნება.
  •  გამართული მეტყველება.
  •  თავაზიანობა.
  •  მოტივირებულობა.


ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურეობით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან!

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 23 ივლისისა. მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მაგ. "დარბაზის ადმინისტრატორი").

"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც.