კატეგორია: საოფისე საქმიანობა

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 3 წელი

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


"ზეემ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** წარმოების ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია
** საოფისე პროგრამების ცოდნა და google drive-ზე მუშაობის უნარი (ექსელის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა სავალდებულოა და შემოწმდება გასაუბრებაზე)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** მმართველობითი და ხარჯების აღრიცხვის ცოდნა (managerial and cost accounting)
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C, BDO Balance ჩაითვლება უპირატესობად)
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ACCA სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და მონიტორინგი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
** გადარიცხვების წარმოება
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა
** კონსოლიდირებული ანგარიშგება
** სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება, კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი - სრული, 09:00 - 18:00 (ორშაბათი-შაბათი) შეთავსებით შესაძლებელია სახლიდან მუშაობა
სტაჟირება: 1 თვე (600 ლარი)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე მინიმუმ 1000 ლარიდან (შეთანხმება მოხდება კვალიფიკაციის მიხედვით).

მაღაზიის მდებარეობა: ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 2დ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: zeemgroup@gmail.com და ელფოსტის "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2020 წ.