კატეგორია: TOP მენეჯმენტი

განათლება: ბაკალავრი

გამოცდილება: 2 წელი

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


სადისტრიბუციო კომპანია "VG" (www.vg-company.ge) საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო მიმართულების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, მუხიანის ქუჩა #2 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხანა)
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის დაგეგმარება
** ბრენდების პოპულარიზაციისათვის სამოქმედო გეგმისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
** ბრენდის გაყიდვების ყოველთვიური/წლიური შედეგების ანალიზი;
** ბაზარზე არსებული კონკურენტი ბრენდების ანალიზი და კომპანიის პოტენციალის განსაზღვრა.
** ბრენდის საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა. ბაზრის კვლევა (კონკურენტი ბრენდები, ფასები, მერჩენდაიზინგი)
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოლაპარაკებების წარმოება.
** გაყიდვების გუნდისათვის სამოტივაციო აქციების და აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბრენდ მენეჯერის/მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის/ეკონომიკის განხრით;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად საუბრისა და წერა-კითხვის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება გაძლიერებული Excel-ის ცოდნას).

პიროვნული უნარები:

** კრეატიული აზროვნების უნარი,
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი,
** მოტივირებული, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას, იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე, გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

ჩვენ გისურვებთ წარმატებას!