კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება: არ მოითხოვება

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


ვეძებთ "გრინჰილ რეზიდენსის" (უნვერსიტეტის ქუჩა, #24) კომპლექსისთვის ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "გრინჰილ პირამიდასა" და "გრინჰილ თაუერსის" მოვლა-პატრონობაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დროის ეფექტურად მართვა და სწორი პრიორიტეტების დასახვა. ამხანაგობის თავმჯდომარეს უნდა შეეძლოს გუნდის მართვა (კომპლექსის მოვლა-პატრონობისთვის დაქირავებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი), კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემა და მიღება.

ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

** მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო საკუთრების სათანადო მოვლა-პატრონობისათვის;
** განკარგოს ამხანაგობის თანხები (ამხანაგობასთან შეთანხმებული ოდენობითა და მიზნობრიობით);
** ამხანაგობასთან შეთანხმებით მოითხოვოს, მიიღოს და გადაიხადოს გაწეული ხარჯებისა და ვალების დასაფარავი თანხა, თუ ეს ბინათმოსაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება
** ამხანაგობასთან შეთანხმებით განახორციელოს ანგარიშსწორებები, შეასრულოს ვალდებულებები და სხვა ფულადი გარიგებები, რომლებიც დაკავშირებულია საერთო საკუთრების მიმდინარე მართვასთან;
** ამხანაგობასთან შეთანხმებით დადოს ხელშეკრულებები და წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, თუკი ისინი შეეხება ამხანაგობის წევრთა საერთო ინტერესებს;
** გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით;
** ფორსმაჟორულ სიტუაციებში და მათი შედეგების ლიკვიდაციის პროცესში იყოს ამხანაგობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნებისმიერ ინსტანციაში

ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია:

** ამხანაგობის საერთო სახსრებს ინახავდეს საკუთარი ქონებისგან განცალკევებით, ამხანაგობის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე;
** უზრუნველყოს ამხანაგობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესდების დაცვა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების შესრულება;
** განახორციელოს კონტროლი ამხანაგობის მიერ წესდებით დადგენილი გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე;
** შეადგინოს ამხანაგობის წლიური ბიუჯეტის პროექტი, ხარჯთაღრიცხვები და ანგარიშები და წარადგინოს საერთო კრებაზე განსახილველად და დასამტკიცებლად;
** ყოველი თვის ბოლოს წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა და ხარჯის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ. ჩეკი);
** უზრუნველყოს საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, მშენებლობისა და რემონტისთვის შესაბამისი თანამშრომლების დაქირავება, მათთან ხელშეკრულების დადება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** მოახდინოს ამხანაგობის თითოეული წევრის ინფორმირება ამხანაგობის წევრთა მიერ ნებისმიერი გადასაწყვეტი თუ გადაწყვეტილი საკითხის თაობაზე;
** მოიწვიოს და უხელმძღვანელოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების კრებას
** შეასრულოს კანონითა და წესდებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: greenhill.residencee@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.