კატეგორია: ადმინისტრაცია

განათლება: საშუალო განათლება

გამოცდილება: 1 წლამდე

ასაკი: ნებისმიერი

კომპიუტერული პროგრამები: excel, word, powerpoint, outluck,

ენები: ინგლისური, რუსული,

განაკვეთი: სრული

სქესი: ნებისმიერი


სასტუმრო "Tbilisi Story" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური.
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
** უნდა იყოს კომუნიკაბელური და თავაზიანი, როგორც სტუმრებთან, ასევე, კოლეგებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის/სასტუმროს მართვის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებთან სატელეფონო თუ პირდაპირი კომუნიკაცია;
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, დაბინავება;
** ინფორმაციის გადაბარება წინა ცვლიდან, სალაროს თანხის დათვლა.
** სისტემაში სტუმრების ჯავშნების გადამოწმება;
** სტუმრის შემოსვლის და გასვლის ზუსტი აღრიცხვა და კოორდინირება შესაბამის სამსახურებთან;
** შემომსვლელი სტუმრების დამატებითი მოთხოვნების ჩანიშვნა და შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება.
** ინვოისების და დასტურის წერილების გაგზავნა,
** სტუმრებთან საბოლოო ანგარიშსწორება, სასტუმროდან გაწერის პროცედურის შესრულება.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: tsiklauri123@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ხივის ქუჩა 22 (სამების გვერდით).